უკრაინის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა - „შახტარი“ ჩემპიონად დასახელდა #1TVSPORT
უკრაინის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა - „შახტარი“ ჩემპიონად დასახელდა #1TVSPORT

უკრაინის ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა, – ამის შესახებ იტყობინება უკრაინის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესიის გამო, ტურნირის დარჩენილი ნაწილის ჩატარება შეუძლებელია. ქვეყნის ჩემპიონად გამოცხადდა „შახტარი“, რომელიც 18 ტურის შემდეგ 47 ქულით ლიდერობდა.

ასევე არ გაიმართება ჩემპიონატის პრიზიორების დაჯილდოვების ცერემონია.