ყაზახეთში უკრაინაზე მეტს იხდიან - ფარცვანიამ ჩემპიონატების დონე და შემოსავლები შეადარა #1TVSPORT
ყაზახეთში უკრაინაზე მეტს იხდიან - ფარცვანიამ ჩემპიონატების დონე და შემოსავლები შეადარა #1TVSPORT

„ჟეტისუს“ ყოფილმა მცველმა, თემურ ფარცვანიამ ყაზახეთისა და უკრაინის ჩემპიონატების დონესა და პირობებზე უკრაინულ გამოცემა „ტრიბუნასთან“ ისაუბრა.

„ყაზახეთში ჩემპიონატის დონე ძალიან კარგია და ძალიან საინტერესოა. არიან გუნდები, რომლებიც კარგ დონეს აჩვენებენ. იგივე „კაირატი“ და „ასტანა“, კიდევ რამდენიმე გუნდია, რომლებიც კარგად თამაშობენ. თუმცა პლუს-მინუსებით, ყველა ერთნაირად თამაშობს. საინტერესოა, რომ არ არსებობს ისეთი გუნდი, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა. ეს უკრაინაზე ძლიერი ჩემპიონატი არაა, მაგრამ საინტერესო არის“, – განაცხადა ფარცვანიამ.

31 წლის მცველმა განაცხადა, რომ უეფა-ს წევრ აზიურ ქვეყანაში მეტ თანხას იხდიან:

„არ ვიცი, ვის რას უხდიან, ყველა ინდივიდუალურად იღებს. მაგალითად, „კაირატსა“ და „ასტანაში“ უფრო მეტს იხდიან, ვიდრე სხვა გუნდებში – დააახლოებით ისევე, როგორ უკრაინაში კიევის „დინამო“ და „შახტარი“. კონკრეტულად არ შემიძლია ვთქვა, ზუსტად რა თანხებზეა ლაპარაკი. ალბათ, თუ არ ავიღებთ „შახტარს“, „დინამოს“, „ზარიას“ და „დნიპრო-1“-ს, მაშინ ყაზახეთში ცოტა მეტს იხდიან, ვიდრე უკრაინაში“, – თქვა ქართველმა მცველმა.

თემურ ფარცვანია თბილისში დაიბადა, მაგრამ კარიერა უკრაინაში აიწყო, რომლის სახელით ყველა ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშა. 2009 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა.