ფიფა-ს გადაწყვეტილება - რუსულ და უკრაინულ კლუბებთან ყველა კონტრაქტი გაუქმებულია #1TVSPORT
ფიფა-ს გადაწყვეტილება - რუსულ და უკრაინულ კლუბებთან ყველა კონტრაქტი გაუქმებულია #1TVSPORT

ფიფა-მ ნება დართო რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერებს და მწვრთნელებს, კლუბებთან ორმხრივი შეთანხმების არ არსებობის მიუხედავად, 10 მარტის შემდეგ ახალი კლუბები მოძებნონ, არსებული ხელშეკრულებები კი გაბათილდება, – ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფიფა-მ დროებითი დასაქმებისა და რეგისტრაციის წესები მიიღო უკრაინის ომთან დაკავშირებული რიგი საკითხების გადასაჭრელად -უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამაც გამოიწვია მიმდინარე და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, ფიფა-ს საბჭოს ბიურომ უეფა-სთან კონსულტაციით და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა – დროებით შეცვალოს სტატუსი და ტრანსფერის წესები. მოთამაშეები უზრუნველყონ იურიდიული სიცხადით რიგ საკითხებში“, – წერია ფიფა-ს ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

მიღებულ გადაწყვეტილებების მიხედვით, რუსულ და უკრაინულ კლუბებთან უცხოელი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ყველა სამუშაო კონტრაქტი ავტომატურად შეჩერებულად ჩაითვლება მხარეთა მხრიდან რაიმე ქმედების საჭიროების გარეშე.