უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი აღიარეს
უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი აღიარეს

ინგულეცის“ თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – შედეგები პროფესიული ფეხბურთის ლიგის გვერდმა გაასაჯაროვა.

26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, მისმა გუნდმა კი უკრაინის პრემიერ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის გვერდის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა შემტევმა ყველაზე მეტი, 19 ხმა მიიღო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მან მეორე ადგილზე გასულს 7 ხმით აჯობა.

ნიკა სიჭინავამ კარიერა უკრაინაში დაიწყო, შემდეგ საქართველოში გადმოვიდა – თამაშობდა ფოთის „კოლხეთში“ (2013, 2014-2015), „ვიტ ჯორჯიაში“ (2013-2014), „ინდუგეცში“ 2016 წელს ჩაირიცხა, მაგრამ თავიდან წარმატებულად ვერ თამაშობდა და 2016-2018 წლებში სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელმა დიდი მონდომების წყალობით მიზანს მაინც მიაღწია და ახლა კარიერას მშვენიერი სტატუსით გააგრძელებს – უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესოა.