მიხეილ მეტრეველი - ლუჩესკუ ცეცაძის გუნდისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა
მიხეილ მეტრეველი - ლუჩესკუ ცეცაძის გუნდისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა

გიორგი ცეცაძის გუნდმა კიევის „დინამო“ „გენტთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩამდე საკმაოდ ანერვიულა, – ამის შესახებ სატელევიზიო გადაცემა „დიდი ფეხბურთის“ ექსპერტმა მიხეილ მეტრეველმა უკრაინის ჩემპიონატის მე-3 ტურში „ლვოვთან“ კიეველთა მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მართალია, კიეველებმა 3:1 მოიგეს, მაგრამ ეს 3 ქულა დიდ ნერვიულობის ფასად დაუჯდათ. ლუჩესკულვოვისგან“ ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა. გიჟური ბრძოლა არ ყოფილა, მაგრამ ტაქტიკურად ძალიან გამართულად ითამაშა. მცირე ხნის წინ ვთქვი, რომ „ლვოვის“ სტრატეგია გაუგებარი იყო. გავიდა ერთი კვირა და ისე ჩანდა, რომ „დინამოს“ წინააღმდეგ „რომა“ თამაშობდა – ცეცაძის გუნდი ძალიან კარგად აპრესინგებდა. ამ თამაშის დაწყებამდე ცეცაძის დანიშვნისადმი ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ახლა აზრი შემეცვალა“, – მიხეილ მეტრეველმა.

შეხვედრაზე კომენტარი თავად გია ცეცაძემ გაკეთა: „ჩვენ ახალ გუნდს ვაყალიბებთ და ჯერ გუნდის დაკომპლექტებაც ვერ დავასრულეთ. ველოდებით მოთამაშეს თითქმის ყველა პოზიციაზე. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ კონკურენტუნარიანი გუნდი, რათა უკრაინის ჩემპიონატში ღირსეულად გამოვიდეთ და ყველა მატჩზე გასამარჯვებლად ვიბრძოლოთ“.