უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია
უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებული 26 პირია, რომელთაგან 12 ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრნდობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, ბროვარიში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ სახლს შორის ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა სამინისტროს ხელმძღვანელობა – შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.