უკრაინაში ვარაუდობენ, რომ 2024-2025 წლებში ქვეყანას დაახლოებით 400 ათასამდე მოქალაქე დატოვებს
უკრაინის ეროვნული ბანკი ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების მაჩვენებლის გაზრდას ვარაუდობს.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
აღინიშნება, რომ მოქალაქეების გადინება 2024-2025 წლებშია მოსალოდნელი, საუბარია, დაახლოებით, 400 და 300 ათასს ადამიანზე.
პროგნოზი აპრილის ანგარიშთან შედარებით გაუარესდა და ამის მიზეზად სახელდება უკრაინის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, რასაც თან ახლავს ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვა.
მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს ისიც, რომ ზიანი ზამთრის სეზონში გათბობის სისტემისთვის უარყოფით რისკებს ზრდის.