უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 14 ივლისს გაიმართოს
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 14 ივლისს გაიმართოს.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, თუ უკრაინის მერვე მოწვევის პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება 20 მაისით იქნება დათარიღებული, არჩევნები შესაძლოა, 14 ივლისს გაიმართოს.
უკრაინაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულების გამოცემიდან 60 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს.
შეგახსენებთ, საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მეექვსე პრეზიენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ დღეს უკრაინის უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ განაცხადა, თუმცა პრეზიდენტის ოფიციალური განკარგულება პარლამენტის დათხოვნის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა.