უკრაინაში, თანასწორობის მარშის ორგანიზატორები ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, 23 ივნისს დაგეგმილ მსვლელობაში მიიღოს მონაწილეობა
უკრაინაში, თანასწორობის მარშის ორგანიზატორები პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, 23 ივნისს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღოს. უკრაინის პრეზიდენტისადმი შესაბამისი ვიდეომიმართვა „კიევ პრაიდის“ ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განათავსეს.
„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს პოზიციას, რომ სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანია. 23 ივნისს ათასობით უკრაინელი კაცი და ქალი გამოვა თანასწორობის მარშზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის რწმენით. თქვენ, ბატონო ვლადიმირ, გახდებით პირველი უკრაინელი პრეზიდენტი, რომელიც თანასწორობის მარშზე გავიდა და ადამიანის უფლებებს მხარი დაუჭირა?“ – ამბობს ვიდეომიმართვაში „კიევ პრაიდის“ ხელმძღვანელი რუსლან პანუხნიკი.