უკრაინაში შვიდი ადამიანი დააკავეს, რომელთაც დივერსიული ჯგუფის წევრობასა და ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შვიდი ადამიანი დააკავა, რომელთაც დივერსიული ჯგუფის წევრობასა და ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებენ.
კიევში ამტკიცებენ, რომ დაპატიმრებულთაგან ორი რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობს. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დივერსიული ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ 4 აპრილს დაგეგმილ შეუმდგარ ტერაქტში, რომლის სამიზნეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანამშრომელი იყო.
კერძოდ, გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილებმა მსხვერპლის ავტომობილი დანაღმეს. შედეგად ის დაიჭრა და ახლა საავადმყოფოში იმყოფება.