უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოში ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა.
უკრაინაში შვიდი ქართველი მებრძოლია დაღუპული. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ. 31 მარტს ჩამოასვენეს სამშობლოში უკრაინაში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, რომელიც 26 მარტს, ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა.
რაც შეეხება კიდევ ერთი დაღუპულის, ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხს, რომელიც მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა, ადგილზე შექმნილი რთული ვითარების გამო, მისი გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.
ამასთან, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. ისინი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.