უკრაინაში სამხედრო წვრთნები „სამი ხმალი 2021“ პირველად გაიმართება.
17-დან 30 ივლისამდე ლვოვის ოლქში დაგეგმილ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას აშშ, ლიეტუვა და პოლონეთი მიიღებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში 1 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 200 საბრძოლო მანქანა ჩაერთვება.
უკრაინის მხრიდან სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას სადესანტო-მოიეირიშე ძალების მე-80 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ქვედანაყოფი მიიღებს.
კიევში აცხადებენ, რომ მანევრები მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, შექმნან და შეინარჩუნონ ეფექტური სამუშაო ურთიერთობები და გააუმჯობესონ ურთიერთქმედება უკრაინისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალებს შორის.