უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა, აღარ გახანგრძლივდეს. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, „იმ შემთხვევაში, თუ არ დაიწყება ფართომასშტაბიანი აგრესია და რუსეთის შეიარაღებული ძალები არ შეიჭრებიან უკრაინის ტერიტორიაზე შეხების ხაზსა და ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა, სამხედრო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში დაიწყება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება.
უკრაინის 10 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა 29 ნოემბერს ამოქმედდა. მას შემდეგ, რაც ქერჩის სრუტეში რუსულმა ძალებმა სამ უკრაინულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს და მისი ეკიპაჟის წევრები დააკავეს.