უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე ხანგრძლივდება
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე ხანგრძლივდება

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, უკრაიანში საგანგებო მდგომარეoბა 22 მაისამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

ინფორმაციას „პრავდა“ ავრცელებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა, ორგანიზაციის რეკომენდაციებს უკრაინაც გაითვალისწინებს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მესამედ ხანგრძლივდება.

აღსანიშნავია, რომ 11 მაისისთვის უკრაინის მასშტაბით რიგი შეზღუდვები მოიხსნება.