უკრაინა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებულ შეზღუდვებს 11 მაისამდე გაახანგძლივებს. მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკი დიდი ალბათობის მაისის დასაწყისში იქნება.
მინისტრთა კაბინეტმა ასევე გაასაჯაროვა 5-ეტაპიანი გეგმა, რომელსაც ქვეყანა კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლისთვის გამოიყენებს, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინელებს შემდეგი ორი წლის განმავლობაში განსხვავებულ რეალობაში მოუწევთ ცხოვრება.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების სულ 6 592 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 424 გამოჯანმრთელდა, ხოლო 174 გარდაიცვალა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს