უკრაინაში პოლიციამ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ეკლესიის მრევლის ნაწილი დააჯარიმა
უკრაინაში „კოვიდ 19“-ის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის პოლიციამ ეკლესიის მრევლის ნაწილი დააჯარიმა. „როიტერის“ ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ სამბირში წირვა დადგენილი წესების დარღვევით მიმდინარეობდა, მოსახლეობის ნაწილი არ იცავდა სოციალურ დისტანციას და არ ეკეთა პირბადე.
მთავრობას ეკლესიების დაკეტვის ბრძანება არ გაუცია, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალა. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უკრაინის მასშტაბით ეკლესიების უმრავლესობა წირვების პირდაპირ ეთერში და ონლაინ გადაცემას დათანხმდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულზე დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შესაძლებლობა, რომელსაც ქვეყანაში უკვე 125 ადამიანი ემსხვერპლა.