უკრაინაში ორი ფრანგი მოქალაქის დაღუპვის გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
უკრაინაში ორი ფრანგი მოქალაქის დაღუპვის გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთს და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იზრდება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, რუსი დიპლომატის, ალექსეი მეჩკოვის გამოძახების მიზეზი გასულ კვირას უკრაინის სამხრეთში რუსული დაბომბვის შედეგად ორი ფრანგი მოქალაქის დაღუპვა გახდა.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ პარიზი კიდევ ერთხელ გაიმეორებს თავის მტკიცე დაგმობას რუსეთის თავდასხმების გამო, რომლის დროსაც დაიღუპა ორი ფრანგი, რომლებიც მუშაობდნენ არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში და დაშავდა კიდევ სამი მოქალაქე.

საფრანგეთის მოქალაქეები ქალაქ ბერისლავის დაბომბვის დროს დაიღუპნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელსაც თვის ბოლოს უკრაინაში ელოდებიან, ინციდენტს „ლაჩრული და უღირსი ქმედება“ უწოდა.