უკრაინის ყველა რეგიონში განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 60-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის, ე.წ. კამიკაძე დრონები და თითქმის 90 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რვა სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზე. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
15-მდე აფეთქება დაფიქსირდა ხარკოვშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული მხარის სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია.