უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის გიორგი ბოტკოველის თხოვნით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„ეს ადამიანები არ ყოფილან დაქირავებული ადამიანები. ეს ადამიანები თავისი შეგნებით, წავიდნენ და იბრძოდნენ არა მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის, იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც. სწორედ ამ ადამიანების პატივისცემის ვალდებულება გააჩნიათ თითოეულ ჩვენგანს. ბატონო პრემიერო, თქვენ მათ დღეს დაქირავებული ადამიანები უწოდეთ. ამ ადამიანების უმეტესი მათგანი 2008 წლის ომის გმირები არიან და უმეტესი მათგანი ბევრი ომის მონაწილეა საქართველოს თავისუფლებისთვის. ყველას მოგიწოდებთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.