უკრაინაში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის კატასტროფას ოთხი სამხედრო ემსხვერპლა
უკრაინაში „მი-8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას ოთხი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი უკრაინის დასავლეთით, რივნენის ოლქში ჩამოვარდა. ვერტმფრენის ეკიპაჟთან კონტაქტი წუხელ გაწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა. სამხედრო ვერტმფრენი სასწავლო-საწვრთნელ მისიას ასრულებდა.
დაღუპულთა შორის არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საარმიო ავიაციის მე-16 ცალკეული ბრიგადის მეთაური.
ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.