უკრაინაში მებრძოლი უცხოელები უკრაინის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ
უკრაინაში მებრძოლი უცხოელები უკრაინის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ

უკრაინაში მებრძოლი უცხოელები უკრაინის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ. შესაბამისი კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცა.

კანონი ასევე უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილე მოხალისეებს საშუალებას მისცემს, დაჩქარებული წესით მიიღონ უკრაინაში ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული დოკუმენტი იმ დრომდე იქნება ძალაში, ვიდრე ისინი დონბასში, სამხედრო სამსახურში იქნებიან.

დოკუმენტს მხარი 400 დეპუტატიდან 252-მა დაუჭირა. როგორც კანონმდებლები ამბობენ, სავარაუდოდ, კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებამდე გარკვეული ცვლილებები შევა.

უმაღლეს რადაში სხდომის პარალელურად ქუჩაში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც დონბასში მებრძოლ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

დატოვე კომენტარი