უკრაინაში მაღაზიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მაღაზიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

უკრაინაში მაღაზიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიყენებული. დანარჩენ დაშავებულებს კიდურების მოტეხილობები აქვთ.

ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მაკეევკაში მოხდა. როგორც ცნობილია, სახურავის ჩამონგრევა დიდთოვლობამ გამოიწვია. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სახურავმა დაგროვებული თოვლის მასას ვერ გაუძლო.