უკრაინაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 553 და გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 15 ინფიცირებული.
შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინაში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სულ 762 ადამიანი დაიღუპა. რეგისტრირებულია ინფიცირების 25 964 შემთხვევა. აქედან 11 372 პაციენტი გამოჯანმრთელდა.