უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 501 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 125-მდე მოიმატა.
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ინფექცია სულ 4662 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 246 უკვე გამოჯანმრთელდა.