უკრაინაში ზედიზედ მეორე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბოლო 24 საათში ქვეყნის ტერიტორიაზე გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 921 ახალი შემთხვევა.
საერთო ჯამში, უკრაინაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 34 984 შეადგინა.
ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ ლვოვის ოლქში დარეგისტრირდა. სულ ამ ოლქში ვირუსის 3 540 შემთხვევაა აღრიცხული.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაღუპულია 985 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 16 033 პაციენტი.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, რათა ეპიდემიის შეკავება მოხერხდეს.
ბოლოს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელი უკრაინაში 18 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც „კოვიდ-19“-ის 829 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.