უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი პაციენტთა რეკორდულ რაოდენობას – 175 ადამიანს დაუდასტურდა. ამგვარად, დაავადების შემთხვევათა რიცხვმა 1072 შეადგინა.
გარდაცვლილია 27 ადამიანი, 23 კი, გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში 24 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.