უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 647-მდე გაიზარდა
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 647-მდე გაიზარდა

უკრაინაში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს მაჩვენებელი ნაკლებია წინა დღესთან შედარებით, როცა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. 23 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში 578-ს შეადგენდა.

ამასთან, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 193-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა კიდევ 96 ადამიანი და განკურნებულთა რაოდენობამ სულ 601 შეადგინა.

უკრაინაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 7 647 შემთხვევა.

შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.