უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 311-მდე გაიზარდა
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 311-მდე გაიზარდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 311-მდე გაიზარდა.

როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვირუსი ქვეყნის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, გარდა კიროვოგრადის ოლქისა.

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა ოთხი ადამიანი, რვა გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა ყველა დიდ რაოდენობა აღრიცხულია კიევის, ივანო-ფრანკოვსკის, ჩერნოვიცკის, ვინიცის და ზაპოროჟიეს ოლქებში.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა.