უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა ჟიტომირის ოლქის მცხოვრები, 71 წლის ქალი, რომელიც 12 მარტს იყო ჰოსპიტალიზებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად ექიმების მეთალყურეობის ქვეშ იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე ის პირები, ვისთანაც დაავადებულს ჰქონდა კონტაქტი.

უკრაინაში კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დადასტურებული.