უკრაინაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 897-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალი კორონავირუსით ქვეყანაში 22 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან უკრაინაში 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა.