უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში დაფიქსირდა.
გავრცელებული ვერსიით, ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ უკრაინაში იტალიიდან დაბრუნდა.