უკრაინაში კორონავირუსის 758 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულ რაოდენობა გამოვლინდა. როგორც უკრაინული მედია წერს, „კოვიდ-19“ 758 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა 31 ინფიცირებული, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
უკრაინაში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 33 234 შემთხვევა. გარდაცვლილია 943 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 14 943 ინფიცირებული.