უკრაინაში კორონავირუსის 522 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 110 მედიკოსი, 30 კი ბავშვია
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 110 მედიკოსს დაუდასტრუდა. სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა ჯანდაცვის სფეროს თითქმის სამი თასი თანამშრომელი, მათგან 21 გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრზე, მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 522 შემთხვევა დადასტურდა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ პირებს შორის, ვისაც კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა, 30 ბავშვი და 110 მედიკოსია.
სულ ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 15 232 შემთხვევა, აქედან 1 056 ბავშვი და 2 964 მედიკოსია.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 391-ს შეადგენს, აქედან 15 ინფიცირებული ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.
უკრაინაში კორონავირუსისგან სულ 3 060 ადამიანი განიკურნა.