უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1 109 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 19 ინფიცირებული
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 109 ადამიანს. 19 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევებიდან 113 რეგისტრირებულია კიევში, რაც დედაქალაქისთვის რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.
ვირუსის გავრცელების შემდეგ, 26 ივნისის მდგომარეობით, უკრაინაში სულ კორონავირუსი 41 117 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 1 086 ინფიცირებული. 18 299 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.