უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბახმუტთან ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს.

„უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს ბახმუტთან საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს. განხორციელდება საჭირო პროცედურები“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.