უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა, საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა.
ელჩის ინფორმაციით, გარდაცვლილი მებრძოლები არიან, მიხეილ ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი.
ზაქარაშვილის განმარტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს, რათა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების გადმოსვენება უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული.