უკრაინაში ქართველი მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს.
„უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ საელჩოში.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან ბრძოლის დროს გუშინ დაიღუპა.