მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში კარანტინის რეჟიმი 31 ივლისამდე გახანგრძლივდება.
„ცენზორის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ისაუბრა.
„უკრაინაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ კარანტინის მოქმედების ვადას 31 ივლისამდე გავახანგრძლივებთ. გარდა ამისა, განვიხილავთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას ზოგ რეგიონში კარანტინის გაძლიერებასთან დაკავშირებით, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს“,- განაცხადა პრემიერმა.