უკრაინაში ინტერვენციისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა
უკრაინაში ინტერვენციისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროგაერთიანებას რუსეთის ენერგეტიკულ, ფინანსურ და სამხედრო სექტორებზე სანქციები უკრაინის კონფლიქტში მოსკოვის როლის გამო აქვს დაწესებული და შეზღუდვების რეჟიმი არაერთხელ გაახანგრძლივა, რადგან რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ანექსირებულ ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს და დონბასში სეპარატისტების დახმარებას გააგრძელებს.
სანქციები ოფიციალურად გახანგრძლივდება 2021 წლის 31 ივლისამდე, ევროკავშირის ლიდერები კი შემდგომ ცვლილებებს ივნისში განიხილავენ.