უკრაინაში 16 თებერვალს ერთიანობის დღეს აღნიშნავენ.
ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეები კიევში, ოლიმპიურ კომპლექსში შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის დროშა გაშალეს.
დღეს ასევე იმართება ტელემარათონი, რომლის ფარგლებშიც ყველა უკრაინული არხი მხოლოდ ერთიანობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს გადასცემს ეთერში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ 16 თებერვალი არა თავდასხმის, არამედ ერთიანობის დღედ იქცეოდა.
დღეს კი ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს მიმართა. „ჩვენ ვართ განსხვავებულები, მაგრამ გვაერთიანებს სურვილი, ვიცხოვროთ მშვიდად. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.