უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 40 წლის გურგენ გაგნიძე დღეს, გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, გურგენ გაგნიძე ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობის დროს, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა. ქართველი მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და ოცმეთაური იყო. მას მშობლიურ კუთხეში, ზესტაფონში გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
რუსეთ-უკრაინის ომს 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ლევან სახელაშვილს სამშობლოში 6 ნოემბერს ჩამოასვენებენ.