უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
25 წლის ჯამბულატ ხოფერია საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც 25 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა.