უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ალექსანდრ მახოვი მრავალი წლის განმავლობაში ტელეარხებზე „უკრაინა 24“ და „უკრაინა“ მუშაობდა და მიმდინარე სიახლეებს აშუქებდა.