უკრაინაში, ჩერნობილის ზონიდან რადიაქტიურად დაბინძურებული ჯართის გატანის მცდელობისას მამაკაცი დააკავეს
უკრიანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რადიაციური უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევისთვის 51 წლის მამაკაცი დააკავეს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მესაზღვრეებმა ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დააკავეს 51 წლის მამაკაცი, რომელიც ჩერნობილის რადიაციული ზონიდან 100 კილოგრამი ჯართის გატანას ცდილობდა. მესაზღვრეების განმარტებით, მამაკაცი რადიაქტიურად დაბინძურებული ჯართის ლითონის მიმღებ პუნქტში ჩაბარებას გეგმავდა.
რადიაციული უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევისთვის დაჩერნობილის ატომურ ზონაში დოკუმენტების გარეშე შესვლისთვის მამაკაცს ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება.