უკრაინაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 15 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 15 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოვლენილია კორონავირუსის 418 ახალი შემთხვევა.
უწყების მონაცემებით, სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება დაუდასტურდა 12 331 ადამიანს. დაავადებულთაგან 303 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 619 პაციენტი, მათგან 72 ბოლო ერთ დღეში განიკურნა.