უკრაინაში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 914 ადამიანს დაუდასტურდა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 47 677 შემთხვევა დადასტურდა. უკრაინაში „კოვიდ-19“-ს 1 227 ადამიანი ემსხვერპლა, 21 155 ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ „პისიარ“ მეთოდით 700 000-ზე მეტი ტესტი გააკეთა. უკრაინული მედია წერს, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში და კიევშია აღრიცხული. ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის რეგიონებისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მონაცემები არ მოიპოვება.