უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 940 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 940 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, უკრაინაში „კოვიდ-19“-ით სულ 1 051 ადამიანია გარდაცვლილი. გამოვლინდა ინფიცირების 39 014 შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 453-ით გაიზარდა და ჯამში 17 409 შეადგინა.