უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 841 შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 841 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ცხრა ინფიცირებული.
შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, უკრაინაში „კოვიდ-19“-ით სულ 994 ადამიანია გარდაცვლილი. გამოვლინდა ინფიცირების 35 825 შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 373-ით გაიზარდა და ჯამში 16 406 შეადგინა.