უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 833 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 833 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, უკრაინაში „კოვიდ-19“-ით სულ 1 035 ადამიანია გარდაცვლილი. გამოვლინდა ინფიცირების 39 074 შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 314-ით გაიზარდა და ჯამში 16 956 შეადგინა.