უკრაინაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 501-ით გაიზარდა
უკრაინაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 501-ით გაიზარდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 501-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი ზრდაა ქვეყანაში.

უკრაინაში კორონავირუსი სულ 4 662 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით უკრაინაში ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 125 შეადგინა. ამასთან, ბოლო ერთ დღეში 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რიცხვმა 246-ს მიაღწია.